რეზონანსი
24.09.2018

 თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. რო­გორც მგზავ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ნა­ტახ­ტარ­თან და მცხე­თას­თან, სა­დაც მძღო­ლებს ერთ სა­ათ­ზე მეტი უწევთ სა­ცობ­ში დგო­მა.

მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა მცხე­თის ხიდ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­მა გა­მო­იწ­ვია. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 25-ე კმ-ზე არ­სე­ბულ ხიდ­ზე, ხი­დე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის ფარ­გლებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ცალ­ხმრი­ვად შე­ზღუ­დუ­ლია. "ამბების" ინფორმაციით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 10-12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­რულ­დე­ბა.

 "ზუს­ტად 1 სა­ა­თია მცხე­თას­თან ავ­ტო­ბან­ზე სა­ცობ­ში ვდგა­ვარ. ხიდ­ზე ას­ფალტს აგე­ბენ. კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში და კვი­რა სა­ღა­მოს, როცა ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლია გზა. ერთი მა­გათ ტვინ­ში ჩა­მა­ხე­და ან ვინ გეგ­მავს ამ სა­მუ­შა­ო­ებს ან ვინ ას­რუ­ლებს. სას­წა­უ­ლი ხდე­ბა. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია მთე­ლი ტრა­სა. ვერც სას­წრა­ფო და­დის ვერ სა­ხან­ძრო", - წერს სოციალურ ქსელში გიო გამყრელიძე. მძღოლები ამბობენ, რომ თით­ქმის 2 სა­ა­თი ან­დო­მე­ბენ მცი­რე მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×