ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს. მკურნალობა შედეგი არ მოაქვს, პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
მსჯავრდებულის ადვოკატი ვანო მერაბიშვილის მოწამვლაზე ალაპარაკდა. გიორგი ჩივიაშვილის ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრის შესაძლოა მიზანმიმართულად წამლავენ, დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით, ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.
დიაგნოზში, რომელიც p.s.-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს წერია, რომ წერია, რომ ვანო მერაბიშვილს სახის მარჯვენა მხარეს ძალიან იშვიათი, თუმცა საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დაავადების მომასწავებელი კლინიკური გამოვლინება, ჰორნერის ნიშანი, დაუდგინდა.