რეზონანსი
23.09.2018

 ბაქოში, ყარადაღის რაიონში მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა ოტმან-ბოზდაგის ტალახის ვულკანმა ამოხეთქა. ქვეყნის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ამოფრქვევა დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

„ამოფრქვევის სიმღლე 200-300 მეტრს აღწევს. ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა მრავალირცხოვანი ნაპრალები, რომელთა სიღრმე 40 მეტრია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოტმან-ბოზდაგი ბოლოს 2017 წლის თებერვალში ამოიფრქვა. ვულკანი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც დასახლებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×