რეზონანსი
23.09.2018

 თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდი ამ დრომდე ხოფისა და არხავის საავადმყოფოში რჩება. აჭარის ჯანდაცვის მისნიტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოებში.

„საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდა, საკუთარი სურვილით დაბრუნდა საქართველოში. არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა საგანგაშო არაა“, - განაცხადა მიქელაძემ

გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად, საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×