რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა სოფელ ყარაჯალისკენ მიმავალი საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

დღეს დილით, ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია, ერთი კი დაჭრილია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით. პოლიციამ 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×