რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) 22 სექტემბერს, ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მცხოვრები ირანის მოქალაქეების მოთხოვნით ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების ტაძარში ზარების რეკვა შეწყვიტეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვაშლიჯვრის ეკლესია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამ პრობლემითაც არავიც მიუმართავს.

"რამოდენიმე ხნის უკან სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ინფორმაცია.მინდა გაცნობოთ რომ ჩვენ ტაძარში ყოველი ღვთისმსახურება აღესრულება საეკლესიო წესის სრული დაცვით და რაღა თქმა უნდა შესაბამის მომენტში ზარების რეკვითაც. ამ ეტაპზე ჩვენთვის ამ პრობლემით არავის არ მოუმართავს და რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამოვლენილა. ვიმედოვნებთ მომავალშიც ასე გაგრძელდება. დაგლოცოთ და დაგამშვიდოთ უფალმა." - ნათქვამია ჯვართამღლების ტაძრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას არ ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს იმის შესახებ, რომ თითქო პოლიციას ტაძრის ზარების რეკვის პროცესისთვის ხელი შეეშალა და აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არც 112-ში შესულა ინფორმაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×