რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) თემირლან მაჩალიკაშვილის დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორიც "პირველ რადიოს" თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, მისმა მეუღლემ პარლამენტის შენობის წინ გონება დაკარგა, რის გამოც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მედეა მაჩალიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის შესაბამის მკურნალობას გადის. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის გაწერენ საავადმყოფოდან.

"პარლამენტის შენობის წინ გონება დაკარგა და გადმოვიყვანეთ. მიზეზი კი მთელმა საქართველომ კარგად იცის. ახლა შედარებით უკეთ არის. ანალიზებს უტარებენ. როდის გამოწერენ ჯერ არ ვიცი" - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×