რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა სააკაძის მოედანზე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა. მისი თქმით, ამ კორპუსს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშენებს.

ნათელაშვილის განცხადებით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სახელმწიფოს ბიუჯეტს ის თანხა დაუბრუნდება, რომელიც სხვადასხვა დროს, მაღალჩინოსნებმა უკანონოდ მიითვისეს.

„ჩვენს უკან ჩანს ექსპრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის, თამაზაშვილის და ჯანყარაშვილის კუთვნილი პრესტიჟული მილიონიანი კორპუსი, რომელიც მათ სახსრებით ააშენეს და კორუფციით. მთლიანობაში ექსპრემიერ -მინისტრებმა და კონკრეტულმა მინისტრებმა წაიღეს 50 მილიარდზე მეტი ხალხის ქონება საკუთარ ჯიბეში. ჩემი გაპრეზიდენტების შედეგ შეიქმნება დაბრუნების ფონდი და ყველა ეს მილიარდის ქურდი ექსპრემიერ-მინისტრი მოიტანს უკან წაღებულს,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×