რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერმა, კახა კალაძემ კანაფის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი.

„ერთი არის რეგულაციების შემოღება, არ დარჩეს საკითხი ღია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ვთანხმდებით, რომ რეგულაციები აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი საზღვრებში მოექცეს და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. მეორე მიმართულებას რაც შეეხება, კანაფის კულტივაციას ეხებოდა კონკრეტული მიზნით, რომ შესაძლებელია ის გამოყენებული ყოფილიყო როგორც საექსპორტო და სხვადასხვა სამედიცინო, მათ შორის კოსმეტიკური მიმართულებით, თუმცა აქ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულია. ამაში ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×