რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) აშშ-ის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­ი­მუ­შა­ვა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც „მწვა­ნე ბა­რა­თის" მი­ღე­ბის წესი რთულ­დე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ბა­რა­თის გა­ცე­მა შე­ი­ზღუ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. კერ­ძოდ, და­გეგ­მი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, ე.წ. მწვა­ნე ბა­რათს ვერ მი­ი­ღე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. თეთრ სახ­ლში თვლი­ან, რომ ცვლი­ლე­ბა ამე­რი­კა­ში შეს­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას შე­ამ­ცი­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა „პო­ლი­ტი­კო" ავ­რცე­ლებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Green Card-ის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ვერ მი­ი­ღე­ბენ უფა­სო საკ­ვებს, უმუ­შევ­რო­ბის შემ­წე­ო­ბას და უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტებს. კრი­ტი­კის საგ­ნად რჩე­ბა ბავ­შვე­ბის შემ­წე­ო­ბის სა­კი­თხი. კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია მიგ­რანტ ბავ­შვებს ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და კვე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვებს.

ამე­რი­კის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის კირსტენ ნილ­სე­ნის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ ამე­რი­კა­ში ჩა­სულ­მა მიგ­რან­ტებ­მა ამე­რი­კე­ლი გა­დამ­ხდე­ლე­ბის ხარ­ჯზე არ იცხოვ­რონ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×