რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით, ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ადასტურებს.

მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ.-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს ხოფასა და არხავის საავადმყოფოებში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

დამატებითი გამოკვლევის მიზნით, 2 მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონულ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.

გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×