რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი.

" ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისათვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისათვის, ჩვენი მომავლისათვის და ჩვენ ვთხოვეთ ჩენ ხელისუფლებას ჩვენ პარლამენტს, რომ გაწვეული იყო ეს კანონი, მარიხუანას კულტივაციის და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალში არ იქნები ეს მიღებული. იმედია, რომ მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება. შევთხოვთ უფალს, რომ შთააგონოს ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს საჭიროა, საჭიროა მისი გაწვევა " - ბრძანა პატრიარქმა .

ამ დროისთვის აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ შეჩერებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×