რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელსდაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთისგაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიცგახსნა. სამართალდამცველებმა თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×