რეზონანსი
23.09.2018

 (რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში თავდასხმა მოხდა. 6-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი, სოფელ ყარაჯალას ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია. მათგან სამ პირს ცეცხლნასროლი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულებს მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ.

დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მაცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა. დამნაშავეები დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისათვის არავინ არის.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×