რეზონანსი
23.09.2018

 ირანის ხელისუფლებამ 22 სექტემბერს მომხდარ ტერაქტში სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

ბოლო მონაცემებით, 22 სექტემბერს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ჯარისკაცებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც არიან. მათ შორის ერთი ბავშვია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ დაჯგუფება "აჰვაზის არაბთა პატრიოტულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ", ხოლო შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ირანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნიდერლანდებიდან, დანიასა და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია. მათი აზრით, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×