რეზონანსი
23.09.2018

 მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს - ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრად“ აღიარებული გუჯი ამაშუკელი 44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ პირველად ესტუმრება სამშობლოს.

ვიზიტის მიზეზი მის მიერ “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისათვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდაა - სახელგანთქმული სკულპტორის პირველი სამუზეუმო ნაკეთობა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა. ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს, 18:00 საათზე ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შედგება და ქართულ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება ორი დღის განმავლობაში მიეცემა.

პრეზენტაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში, „ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

გუჯი ამაშუკელმა საბჭოთა კავშირი 1974 წელს, მრავალწლიანი მცდელობისა და მოლოდინის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს უშუალო ჩარევით დატოვა.

ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლით და იქ მოღვაწეობით ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრენჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×