რეზონანსი
23.09.2018

 როგორც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დირექტორმა თემურ ჭყონიამ აცხადებს, უახლოეს მომავალში თბილისში 7 ახალი „მაკდონალდსი“ გაიხსნება. მოლაპარაკებები მერიასთან  ტერიტორიების გამოყოფასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.

„ახლა მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს და იდეაში დადებითად გადაწყდება მხარეებს შორის შეთანხმება. საუბარია „მაკდონალდსის“ 7 ახალ ფილიალზე და თითოეული მათგანის ღირებულება 3 მლნ ლარია. ე.ი. ჯამში ვგეგმავთ 21 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ფილიალში 100 კაცია დასაქმებული, საბოლოოდ შევქმნით 700 ახალ სამუშაო ადგილს. მერიისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ინიციატივა საკმაოდ მისაღები და პოზიტიურია. ახლა ირჩევა ლოკაციები“, - განმარტავს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება სავარაუდო მდებარეობებს, ბიზნესმენის თქმით, ამჟამად გადაწყვეტილია აეროპორტის ტრასაზე დაგეგმილი „მაკდონალდსის“ აშენება, დანარჩენი ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

„აეროპორტის ტრასაზე, მცხეთის გზატკეცილზე დაგეგმილი „მაკდონალდსი“ იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, კომფორტული და გარემოსთან ადაპტირებული.  ყველას მოეწონა პროექტი და იმედია დანარჩენებიც ასეთი კარგი გამოვა“, - აღნიშნა "კომერსანტთან" ჭყონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×