რეზონანსი
23.09.2018

 ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა სალომე ზურაბიშვილი ისევ გააკრიტიკა და თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გაცნობიერებული არ აქვს ეკლესიის როლი სახელმწიფოში.

მეუფე ანტონის უკმაყოფილებას ის განცხადება იწვევს, რომლითაც ზურაბიშვილმა ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის დონე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და თქვა, რომ არ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და რომ სასულიერო პირები "ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე".

მეუფე ანტონის აზრით, სალომე ზურაბიშვილს გაცნობიერებული არა აქვს ეკლესიის როლი სახელმწიფოს არსებობაში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მინდინარეობდეს.

„სხვა რაღაც აწუხებს, სიძულვილის ტოლფასი. ქალბატონმა სალომემ აბსოლუტურად ეკლესიის როლი არ იცის, არც ისტორიაში, არც დღევანდელობაში. მას როგორც გითხარი, ჰგონია, ეს არის რაღაც ინსტიტუტი, რაღაც დანართი. ფაქტობრივად, ბრძოლა არის, გამოუდის ეკლესიის წინააღმდეგ ეს ბრძოლა. ე.ი. შენ ეკლესია გინდა, კუთხეში დააყენო. აბა, რა არის ახლა ეკლესიის კუთხეში დაყენება...“ - აღნიშნა მეუფე ანტონმა "რუსთავის 2"-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×