რეზონანსი
23.09.2018

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საჯაროდ აქვეყნებს "ტელეიმედისადმი" მიმართვას:

"ტვ იმედმა" ის არ იმყოფინა, თანამშრომლების მთელი კორპუსი რომ წაიყვანა ერთ დღეს და პროდაქშენის გარეშე დატოვა არხი, ახლა დარჩენილების სიუჟეტების თუ ინტერვიუების პირატულ ვერსიებს ავრცელებს.

ან ადამიანური თავმოყვარეობა არ გაქვთ მანდ მომუშავეებს, ან პროფესიული სინდისი? რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, არასდროს არც ერთ ცუდსა თუ კარგ ქართველ ჟურნალისტს არ უკადრია – პუტინის რეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის მთავარი საინფორმაციო მანქანის ჭანჭიკები ხართ" - დაწერა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×