რეზონანსი
23.09.2018

 პრემიერის , მამუკა ბახტაძის თქმით, კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე მუშაობისას  საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია  იყო საჭრო. მისივე თქმით, სანამ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინტენსიური დიალოგი არ შედგება, ხელისუფლება ინიციატივის ფორსირებას არ მოახდენს.

"ჩვენ დავამუშავეთ მოხმარების ძალიან მკაცრი რეგულაციის დოკუმენტი, სადაც გაწერილია თითოეული რისკი, რომელიც შეიძლება ახლდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას და აქვე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის ამ რეგულაციების შემოღებით მთავარი პრიორიტეტი გახლთათ საზოგადოების ჯანმრთელობა. განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობა.

ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებასთან" - აღნიშნა "იმედის" ეთერში მამუკა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×