რეზონანსი
23.09.2018

 „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ხისტი პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ მისი პრემიერობისას ამ კანონის მიღება არ მოხდებოდა.

„ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ხისტი პოზიცია. ის ამას მხარს არ უჭერდა და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება. პრინციპში, კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო.

„ჩვენ გვქონდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრები. როგორც თვითონ აღნიშნავდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალური მიმართულებით მისი პოზიცია უარყოფითი იყო“, - განაცხადა წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×