რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან უფრო ადრე უნდა წასულიყო.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ ის თანამდებობის დატოვების შემდეგ დაუკავშირდა გიორგი კვირიკაშვილს და გაარკვია, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან.

"ყოველთვის გააჩნდა თავისი პოზიციები. ვერ გეტყოდით რატომა რის გაწირული? პირიქით უნდა უხაროდეს, რომ წავიდა. ცოტა ადრე წასულიყო, ალბათ უფრო მშვიდად იქნებოდა. მე მას ვიცნობ წესიერ ადამიანად და წესიერ ადამიანებს უჭირთ უმაღლეს ხელისუფლად ყოფნა. ბოლოს, რომ ველაპარაკე ვკითხე, შენზე ამბობს მონასტერში წავიდაო და მართალიოა. ორივემ ვიცინეთ. ისე ვიკითხე რა ხდება, თავიდან ხომ გზებზე წავიდა საუბარი და რომ ვიკითხე არა ანაკლიაზეო და აღარ ჩავძიებივარ. წავიდა წავიდა ტრაგედია არ არის, სულ პრემიერი ხომ არ იქნები" - განაცხადა მეუფე იაკობმა "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×