რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) ნინოწმინდის ცენტრში მდებარე სლოტ კლუბი დააყაჩაღეს. წაღებული თანხის ოდენობა 5000 ლარამდეა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღებს ნიღბები ეკეთათ და სლოტ კლუბის თანამშრომლებს იარაღით დაემუქრნენ.

პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ჩადენილს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×