რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) აშშ-ში, ტეხასის შტატის პოლიციამ ერთ-ერთ პორტში შემოსული ბანანის 45 ყუთის გახსნის შემდეგ, ბანანების ქვეშ 540 შეკვრაში დაფასოებული კოკაინი იპოვა.

პოლიციამ ბანანის ყითუბი საეჭვოდ მას შემდეგ მიიჩნია, რაც მფლობელმა რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიაკითხა.

პოლიციის ინფორმაციით, კოკაინის საერთო ღირებულება 18 მილიონ დოლარამდეა.

ამჟამად აშშ-ის საბაჟო პოლიცია, აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებასთან ერთად ყუთების მფლობელსა და გამომგზავნის ვინაობის დადგენას ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×