რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) ავღანეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ბავშვი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა. მათი ასაკი 6-დან 12 წლამდეა.

BBC-ის ცნობით, დაშავებულთაგან ორმა მცირეწლოვანმა კიდურები დაკარგა. ისინი უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

აფეთქება ფარიაბის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. აფეთქების დროს ბავშვები განყოფილებასთან ახლოს თამაშობდნენ.

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება მომხდარში „თალიბანს" ადანაშაულებს, თუმცა თავად რადიკალურ მოძრაობას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. პოლიციის ინფორმაციით, „თალიბანმა" შემთხვევის ადგილი ჯერ კიდევ გასულ კვირაში დანაღმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×