რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბიტკოინები აღარ იყო მომგებიანი და კანაფის ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.

"ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო იყიდა. მარიხუანაზე რა გააკეთა, აღმოჩინა, რომ ბიტკოინები, რომელიც ადრე გახსნა გლდანში ქარხანა და ხალხს გაუძვირა დენი, საკმარისი შემოსავალი არ შემოაქვს იმიტომ, რომ ბიტკოინების ფასი დავარდა. ახლა თანამედროვე კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე. იფიქრა მაგარი რაღაცააო და მერე დათვალა და იფიქრა თუ ახლავე არ დავთესე ნოემბრამდე, მომავალ წელს ვერ ავიღებ შემოსავალს. მოდი ახლა დავთესავ, სულერთია არჩევნები, პოლიტიკა მაინც აღარ არის. საპატრიარქო მიაჩნდა, რომ დისკრედიტირებული ჰყავთ და ყველაფერი გარკვეული ჰქონდა. თავიდან ბოლომდე დაგეგმეს მან, უჩამ, ბერამ, რომ ამით ჰქონოდათ შემოსავალი"- განაცხადა სააკაშვილმა "იბერიას" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×