რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

ახმეტის მუნიპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის თქმით, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს და „პანკისობა 2018" გააუქმეს.

ამფითეატრში მისულ მოსახლეობას, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა არასწორია, რადგან ამ ადგილთან ახლოს მისი შვილია დასაფლავებული.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, ვიდრე მისი შვილის საქმე გამოძიებული არ იქნება, პანკისის ხეობას სასიმღეროდ საქმე არ აქვს.

პანკისში ღონისძიების გამართავს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან აპროტესტებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×