რეზონანსი
22.09.2018

 (რეზონანსი) თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ვიდრე 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე სამართალი არ არის დადგენილი, ისინი ხეობაში საზეიმო ღონისძიების „პანკისობა 2018"-ის ჩატარების საშუალებას არ მიცემენ.

მაჩალიკაშვილები აცხადებენ, რომ ამ ღონისძიებაზე ქისტები არ მოვლენ, რადგან ისინი თემირლანს გლოვობენ და მკვლელების დასჯას ითხოვენ.

"არ ვაცეკვებ ჩემი შვილის საფლავთან ამათ", - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი.

პანკისის ხეობაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პანკისის სახალხო კრებაც და ხელისუფლებას პანკისობის დღესასწაულის გადატანა ან გაუქმება ურჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×