რეზონანსი
22.09.2018

 თბილისში, ყიფშიძის N7-ში სპეცოპერაცია ჩატარდა. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი და ეს დაკავება სავარაუდოდ გუშინ, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება.

ყიფშიძის ქუჩაზე დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-ში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×