რეზონანსი
21.09.2018

 თბილისის ვიცე-პრემიერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება სრულიად უფასო იქნება:

„ამა თუ იმ ზონის მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება სრულიად უფასო იქნება. მათ საათობრივად პარკირების საფასურის გადახდის საკითხი ნამდვილად არ შეეხებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ პარკირებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მობილიზდება სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ოპერირებას უწევს მეტროს და ავტობუსების სისტემას. შემოსული თანხები ისევ და ისევ ტრანსპორტის სისტემის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა "360 გრადუსი" ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×