რეზონანსი
21.09.2018

 19 სექტემბერს აშშ კალიფორნიის შტატის ქალაქი ფრესნოს ზოოპარკში ინციდენტი მოხდა. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი 38 წლის ხულიო მენდესი დახურული ზოოპარკის ტერიტორიაზე შეიპარა.

დაუპატიჟებელი სტუმარი დაცვამ შენიშნა და დაედევნა. მდევართაგან თავის დასაძვრენად მენდესმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ლომების გალიაში შეძვრა.

ერთ-ერთ ლომს არ მოეწონა, რომ მყუდროება დაურღვიეს და მენდესს ფეხის ცერა თითზე უკბინა. მამაკაცის ღრიალმა დაცვის თანამშრომელთა ყურადღება მიიქცია. მენდესი გალიიდან გამოათრიეს, ხელბორკილები დაადეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ლომები ძლიერი და საშიში ცხოველები არიან. ამ კაცს ძალიან გაუმართლა, რომ მხოლოდ თითზე კბენას დასჯერდნენ“ - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა სკოტ ნარტონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×