რეზონანსი
21.09.2018

 საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" მარიხუანასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები უხვად დააფრქვია:

"მარიხუანაზე რა გააკეთა ივანიშვილმა?! ცნობილია, რომ ბიტკოინების ქარხანა გახსნა გლდანში და გაუძვირა ხალხს დენი. ახლა მისი ფასი დავარდა და საკმარისი შემოსავალი არ შემოაქვს, მაგრამ ახლა ის მიბმულია მარიხუანაზე. დათვალა და თქვა, თუ ახლავე, ნოემბრამდე არ დავთესე ნოემბრამდე ვერ ავიღებ შემოსავალს და 300-400 მილიონ დოლარს დავკარგავ. პოლიტიკა მაინც აღარ არის, საპატრიარქო დისკრედიტირებულია და მიაჩნდა, რომ საპატრიარქოს შიგნით ვიღაცასთან გარკვეული ჰქონდა. 

იქეთ ჰყავს ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სხვათა შორის თავის დროზე ფული მისცა, რომ "ნაცმოძრაობიდან" წასულიყო. მერე ყალბი კამპანია დააგეგმინა, რაღაც "ბასიანი" და ა.შ. ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბლეფი და დადგმა იყო. თავიდან ბოლომდე დაგეგმეს მან, უჩამ, ბერამ რომ ამით ოჯახში შემოვიდოდა დიდი შემოსავალი. გადამწყვეტ მომენტში აღმოაჩინა, რომ ქართველმა ხალხმა ამოიღო ხმა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველა არ იყიდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×