რეზონანსი
21.09.2018

 აუდიტის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური დასკვნის ფარგლებში ცნობილი გახდა თაღლითური სქემა, რომლითაც შეიარაღებული ძალების ბრიგადის ბუღალტერი მოქმედებდა. აღმოჩნდა, რომ ბუღალტერი გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი მონაცემებით 4 ადამიანს ხელფასს თითქმის ორი წლის განმავლობაში ურიცხავდა.  თანხა, რომელიც ბიუჯეტში უკვე დაბრუნდა, 200 ათას ლარს აჭარბებს. პროკურატურამ ბრალდებულები უკვე დააკავა.

აუდიტორები საეჭვოდ მიიჩნევენ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებსაც.

იზორიას უწყებაში დასკვნას არ აპროტესტებენ, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები აქვთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ 2017 წელს ჩატარდა საკმაოდ დიდი მასშტაბის საერთაშორისო კონფერენციები ჩატარდა და შესაბამისად, ხარჯებიც გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×