რეზონანსი
21.09.2018

 ესტონელი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით, დღეს საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია და კორუფციაც ნელ-ნელა მატულობს ქვეყანაში. ამის თაობაზე ესტონელმა ინვესტორმა მისი ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - “თბილისი ჰილსის” პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

"დღეს საქართველოში ბიზნეს გარემო უარესდება, ნელნელა აქტუალური ხდება კორუფციის საკითხიც, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ და წარმატებით დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი. ცხადია, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და დავუმტკიცებთ ჩვენ თავს და ჩვენ შვილებს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეგვიძლია" - განაცხადა ოსინოვსკიმ. 

"ბიემის" ცნობით,  "თბილისი ჰილსის" საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდი ევროა. პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და დღეს მისი პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×