
21 სექტემბრის 22:00 საათიდან ღამის ავტობუსის პირველი რეისი შესრულდება, მგზავრებს კი საჩუქრად წიგნები გადაეცემათ. ავტობუსი მეტრო "ახმეტელიდან" გავა და მთელ ქალაქს მოივლის, ბოლო გაჩერება კი "ვარკეთილის" მეტრო იქნება. ავტობუსის ნომერია 222.
ღამის ავტობუსს შემდეგი გაჩერებები ექნება:
- მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;
- ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);
- მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
- ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
- სტადიონი „დინამო არენა“;
- დავით აღმაშენებლის გამზირი N106;
- პირველი რესპუბლიკის მოედანი;
- მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;
- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;
- ევროპის მოედანი;
- ვახტანგ გორგასალის ქ. N7 – აბანოებთან;
- დოდაშვილის მოედანი;
- მეტროსადგური „ისანი“;
- მეტროსადგური „ვარკეთილი“;