ვიეტნამის პრეზიდენტს, ჩან დაი კუანგს, რომელიც 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, უიშვიათესი ვირუსული დაავადება სჭირდა. ამის შესახებ ვიეტნამის სპეციალური სამედიცინო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნგუენ კუოკ ჩიეუმ განაცხადა, რომელიც ქვეყნის ლიდერების ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი.
"ეს იშვიათი და საშიში ვირუსული დაავადებაა, რომლის წამალი მსოფლიოში არ არსებობს", - აღნიშნა მან.
ეს დაავადება ვიეტნამის პრეზიდენტს 2017 წლის ივლისში დაუდგინეს. მას შემდეგ ის სამშობლოში, ასევე იაპონიაში მკურნალობდა.
„ექსპერტები და ექიმები მას ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადებას განკურნავს“, - განაცხადა ნგუენ კუოკ ჩიეუმ.