რეზონანსი
21.09.2018

 ხმაურია ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც  აქციის მონაწილეები პოლიციასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. არის შეხლა-შემოხლაც.

ნინოშვილის მონაკვეთზე გადაკეტილი გზისა და შეწყვეტილი მოძრაობის გამო, პოლიციამ აქციაზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. 

იქ მისულ ლანჩხუთის ვიცე მერსა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს  ხალხი სიტყვიერად დაუპირისპირდა: "კორუფციაში და ფულის გათეთრებაში ხართ ჩართულები. რამდენი ხანია არავინ ყურადღებას არ აქცევს ჩვენს მოთხოვნებს. სახლები თავზე გვეშლება, გზა ნახევრად დაშლილია და მოდიხართ აქ და ცარიელი სიტყვებით გველაპარაკებით. რისი გამკეთებლები ხართ? ხალხის ასე აბუცად აგდებას როგორ ბედავთ? დროულად მოაგვარეთ ეს პრობლემები, თორემ ჩვენ არ დავიშლებით და არც გზას გავხსნით. დაგვენგრევა ეს სახლები თავზე და სად წავიდეთ მერე? სად ვიცხოვროთ"?-აცხადებენ აქციაზე შეკრებილები. 

როგორც "გურიის მოამბე" იტყობინება, ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის ნინოშვილის მონაკვეთზე აქცია უკვე 2 საათია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. მძღოლები გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×