რეზონანსი
21.09.2018

 (რეზონანსი) ნიუ იორკში 52 წლის ქალი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. შემთვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. რა ასაკის არიან ბავშვები არ კონკრეტდება.

რაც შეეხება დაჭრილ ზრდასრულებს, ერთი მათგანი საბავშვო ბაღის თანამშრომელი, მეორე კი ერთ-ერთი ბავშვის მამაა.

თავდამსხმელი ქალი პოლიციამ შენობის სარდაფში იპოვა, წინასწარი ინფორმაციით მან ჭრილობები თავადაც მიიყენა. ის დაკავებულია და ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდასხმის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×