რეზონანსი
21.09.2018

 (რეზონანსი) საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ თუ ახლობელი ჰყავს ახალგაზრდას სისტემაში, შეუძლია, რომ "გამოძვრეს" - ეს განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობენ.

ბოკერიას თქმით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა კონკრეტულული ფაქტები, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა შესაბამისი მტკიცებულება მ. კ- სთვის ბრალის წასაყენებლად.

ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის შეფასებები, რომ საგამოძიებო კომისიამ ახალი ვერაფერი დაადგინა და დასკვნა პოლიტიკურია, დამნაშავისთვის ხელის დაფარებას ემსახურება.

"გინდათ სისხლიანი ვენდეტები წაახალისოთ? არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ ისჯება ის, ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირ წახალისება, რომ ხელში აიღოს ვენდეტა დაღუპულის ახლობლებმა? იმ ერთ დასკვნაში, რომელიც კომისიას აქვს, დადგინდა ახალი ფაქტები, დადგინდა კონკრეტულ ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის" - განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×