(რეზონანსი) სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანონ და იქ გამოკითხონ.
როგორც კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე გამოიკითხოს.
მისივე ინფორმაციით, საქმის გამომძიებელთან ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა დაცვის მხარე წერილობით თანხმობას ელოდება.
„ვითხოვთ, რომ კობაური გავიყვანოთ შემთხვევის ადგილზე, სადაც გამოვკითხავთ რა და როგორ მოხდა", - განაცხადა კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან".
ადვოკატის ინფორმაციით, კობაურის ხადას ხეობაში ჩაყვანა სავარაუდოდ, 24 სექტემბერს მოხდება.
19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.