(რეზონანსი) კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის თავს პატრიარქის მიმართვის ადრესატად, სადაც ილია მეორემ სასულიერო პირებს, თავშეკავებისკენ მოუწოდა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ ნებისმიერმა სასულიერო პირმა შეიძლბა მიიღეს ეს მიმართვა საკუთარ თავზე და გამონაკლისი არც ისაა.
"ზოგადად, შეიძლება, ნებისმიერმა სასულიერო პირმა ნაწილობრივ, გარკვეული დოზით, თავი ჩათვალოს პატრიარქის მიმართვის ადრესატად და მათ შორის, გამონაკლისი არც მე ვარ, რომ ამ მიმართვას პრევენციულად არ შევხედო
მე ჩემი ნებისმიერი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ დროში, მეორედ მოსვლამდე, სანამ ცოცხალი ვარ და გარდაცვალების შემდეგ. ეკლესიის ამბიონიდან, თუ კათედრიდან გაჟღერებულ ნებისმიერ განცხადებას ბუნებრივია, პასუხისმგებლობით ვეკიდები. პატრიარქის განცხადება ძალიან დიდი პატივისცემით მივიღე. თუ ვიმსჯელებთ პრინციპით - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, არის ძალიან კარგი, იმედია, თავის ნაყოფს გამოიღებს და რა თქმა უნდა, შედეგზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ".