რეზონანსი
21.09.2018

 (რეზონანსი) გუშინ ღამით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს.

მათგან ერთ-ერთი პატრიარქის პირად ექიმის შალვა პეტრიაშვილის შვილი გივი პეტრიაშვილია. პატრიარქის პირადი ექიმი ალადაშვილის კლინიკაში მუშაობს და სწორედ ამ კლინიკაში არინ გადაყვანილები დაშავებულებიც.

თავად შალვა პეტრიაშვილი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამ დროისთვის სამართლადამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ამ დრომდე უცნობია იდენფიცირებულია თუ არა თავდამსხმელები.

გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×