რეზონანსი
21.09.2018

 (რეზონანსი) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობაში ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ზაზა ოქუაშვილს "ვითომ ბიზნესმენად" მოიხსენიებს

"ზოგიერთი ბიზნესმენის თუ ვითომ ბიზნესმენის აბსურდულ განცხადებებსა და ბრალდებებზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან როგორ უნდა წარმართონ სამართალწარმოების პროცესი, მე ამის სპეციალისტი არ ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავს გაართმევენ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

"ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის, „იბერიას" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მინისტრები მას ძვირად ღირებულ ავტომანქანებს სთხოვდნენ და მინისტრებს ჰქონდა თავისი ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×