რეზონანსი
21.09.2018

 (რეზონანსი) მე ყოველდღე ვხვდები უწმინდესს და ეგ მიმართვა საერთოდ არ მეხება, მე ვარ ის ადამიანი, ვინც პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ასრულებს - ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობი პატრიარქის მოწოდებას, სადაც ილია მეორე მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

"გამახვილებული იყო ყურადღება მათზე პოლიტიკურ განცხადებებს ვინც აკეთებენ. ჩემს თემაზე ქალბატონ სალომეს არ ჰქონია გამოხმაურება. თქვა, რომ მეუფეს რაც უთხრეს, იმაზე გასცა პასუხი. მე იუმორით გავეცი პასუხი, ნახეთ თქვენ. ნუ მაბრალებენ რაღაცებს. მღვდელმთავარი სრულიად დამოუკიდებელი პიროვნებაა. მას თავის ეპარქიაში აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. სინოდს შეუძლია აუკრძალოს. პატრიარქი ყველა ჩვენგანის მამაა, როგორ შეიძლება მას არ დაუჯეღო?! მე როცა რაღაცას მეუბნება ყოველთვის ვიღებ. ზომიერების ფარგლებში უნდა ჩაჯდე", - განაცხადა მეუფე იაკობმა გადაცემა "რეაქციაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×