რეზონანსი
21.09.2018

 იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ისევ ჰგონია, რომ მარიხუანას წარმოება და კულტივაცია ეკონომიკური წინსვლისთვის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ კეთდება:

"თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ პირობებს შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რატომაც არა.

მე არ ვთვლი, რომ რაიმე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის ინიციატივის საფუძველი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×