რეზონანსი
21.09.2018

 ქორეპისკოპოსმა იაკობმა თავის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია მიანიჭა. "ტვ პირველთან" სატელეფონო ჩართვისას მეუფემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე "კანაფის დედოფალი" ხუმრობით თქვა. მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის მოწოდება - პოლიტიკური განცხადებები სასულიერო პირებს არ ეკეთებინათ, მას არ ეხებოდა.

"იმის გამო ვრეკავ, რომ ვთქვა, პატრიარქის მიმართვა მე საერთოდ არ მეხება. მის მოწოდებაში გამახვილებული იყო ყურადღება იმ მღვდლებზე, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ – არ დაუჭიროთ მხარი კონკრეტულ პიროვნებას, მტერია და ა.შ. ჩემს კომენტარზე ქალბატონ სალომეს არ ჰქონია ისეთი გამოხმაურება… თქვა, რომ მეუფეს რაც უთხრეს იმ მომენტში, იმაზე გასცა პასუხი. თან მე იუმორით გავეცი პასუხი – "კრამიტებიც" და "კანაფის დედოფალიც". ვხუმრობდი… ეს იყო ხუმრობის ფორმა", – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×