რეზონანსი
21.09.2018

 საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან დედაქალაქში გააგრძელებს. მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს. შესაბამისად, რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, "პირველი არხის" ინფორმაციით, შენობა სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის და 112-ის განთავსებას აპირებს.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა არ არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი რეგლამენტით განისაზღვრებოდა.

რეგლამენტის პროექტის განხილვისას კი, უმრავლესობის ნაწილი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის წინააღმდეგ გამოვიდა. საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში საქმიანობა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო, როცა მერვე მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×