რეზონანსი
21.09.2018

 საკრებულოს ყოფილი წევრი, ალეკო ელისაშვილი, სურვილის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იგი კანდიდატად ფინანსების არარსებობის გამო ვერ დარეგისტრირდა.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერს, სალომე ზურაბიშვილს კი სამარცხვინო კანდიდატს უწოდებს. ელისაშვილის თქმით,  "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს და მისი პრეზიდენტად არჩევა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

"დიდი გაშმაგებით დავუპირისპირდებოდი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ და წარმოდგენილ სამარცხვინო კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე და ორჯონიკიძე თუ შულავერის კომიტეტიდან შემოვიდა, ეს ულვაშებგაპარსული ორჯონიკიძე აგერ ერეკლეს მოედნიდან აპირებს საქართველოს რუსეთიზაციას. ამდენად ძალიან მიუღებელია ჩემთვის“, - ამბობს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×