რეზონანსი
21.09.2018

 "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში რიგით მესამე ევრაზიულ ქალთა ფორუმს ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთის სახელმწიფოა. ფორუმი თავად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა.

როგორც rambler.ru წერს, "ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ ის პირველი ფორუმის სტუმარი იყო და მადლიერია ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოსი ღონისიძების იდეისთვის”.

ოფიციალური ცნობით, ფორუმს 110 ქვეყნიდან, დაახლოებით, 2000 ქალი დაესწრო.  ფორუმში მონაწილეობდნენ ასევე ქალები აფხაზეთიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×