რეზონანსი
21.09.2018

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილმა თქმით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება და შესაძლოა, მის სახელს სპეციალურადაც იყენებდნენ. ექსპერტის აზრით, როცა ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება, ასეთი ადამიანები, უკვე ოფიციალურად დაადანაშაულებენ ივანიშვილს სხვადასხვა საქმიანობაში ჩარევასა და ბიზნესის კონტროლში.

„ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა. მის ინტერესებში ასეთი წვრილმანები არ შედის. ვერ დავიჯერებ, რომ ის ვიღაცას დაუჯდა და თამბაქოს დისტრიბუციაზე ესაუბრა. მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, ყველაფერმა მასთან მოიყარა თავი, ყველაფერი მას ბრალდება, ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა მისთვის. ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს. რამე რომ შეიცვლება ამ ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან და დაწერენ, რომ ბიძინა აკეთებდა ყველაფერს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა "360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×